X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰიდეაკი ივასაკის შეხვდა.

1 ივლისი 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჰიდეაკი ივასაკის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები; აღნიშნეს მათი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის; ხაზი გაუსვეს საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის გამართულობის როლს საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნისათვის და ისაუბრეს პროექტების მიმდინარეობის პროგრესსა და გამოწვევებზე.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი დაგეგმილი პროექტები და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის დამატებით შესაძლებლობებზეც.

მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. თავის მხრივ, ჰიდეკაი ივასაკიმ მაღალი შეფასება მისცა საქართველოსთან და კონკრეტულად, სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგებს.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი და მისი მოადგილეები, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ზაიღამ ნაქვი, ტომას ჰერზი და გიორგი კიზირია.

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ისეთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტებს, როგორებიცაა - რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა (2 მონაკვეთი), ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბისა და გზის მშენებლობა, წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობა, ფოთის ხიდისა და მისასვლელი გზის მშენებლობა და სხვა.